2013-03-07

ფუნთუშები

მასალა:
2.5 ჩ.ჭ. ნელთბილი ლძე
2 ს.კ. საფუარი
3 ჩ.კ. მარილი
2-3 ცალი კვერცხი
3.5 ჩ.კ. შაქრი
200 გ კარაქი/მარგარინი
დაახლოებით 2 კგ ფქვილი




მომზადება:
რძეში გახსენით საფური და განუწყვეტლივ ურიეთ, შემდეგ დაამატეთ ნახევარი კილო ფქვილი, კარგად გახსენით, დააფარეთ ჩაის ტილო და დადგით სითბოში, რომ ამოფუვდეს. შეურიეთ შაქარი, კვერცხი და გამდნარი ცხიმი. კარგად აურიეთ, შეეცადეთ გახსნათ შაქარი. შემდეგ დაუმატეთ დარჩენილი ფქვილი. ცომი უნდა მიიღოთ ისეთი, რომ ხელს და ჯამის გვერდებს ადვილად სცილდებოდეს. გადააფარეთ ისევ ჩაის ტილო და დადგით სითბოში, როცა კარგად ამოფუვდება. გააკეთეთ სასურველი ზომის გუნდები და ფქვილმოყრილ საცხობ ტაფაზე დასვით. კიდევ გადააფარეთ ტილო და დააცადეთ რომ აფუვდეს. ამასობაში გააცხელეთ ღუმელი. გამოცხობის წინ ათქვეფილი კვერცხი გადაუსვით. აცხვეთ 15-20 წუთი. გამომცხვარ ფუნთუშებს შაქრის პუდრა მოაყარეთ.


გაითვალისწინეთ რომ ინგრედიენტები უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის!

No comments:

Post a Comment