Pages

2013-02-16

ფორთოხლის ცედრა

უამრავ რეცეპტში შეგხვდებათ ფორთოხლისა და ლიმონის ცედრა. ორივე ძალიან კარგ არომატს აძლევს ნამცხვრებს და ზოგადად საკონდიტრო ნაწარმს. ორივე მათგანი ერთნაირად მზადდება, ამ პოსტში მე ფორთოხლის ცედრაზე დავწერ.

საჭირო მასალა:
1 ფორთოხალი

2 ს.კ. შაქარი




მომზადება:
ფორთოხალი გავფრცქვნათ, კანი ბლენდერში დავქვათ, ძალიან წვრილად არა. შემდეგ დავაყაროთ შაქარი, გადავიტანოთ ქილაში და შევინახოთ მაცივარში. ინახება დაახლოებით 1 თვე.




No comments:

Post a Comment