უგემრიელესი, მარტივად და სწრაფად მოსამზადებელი ვაშლის კექსი. შეგიძლიათ გამომცხვარი შუაზე გაჭრათ და რაიმე ჯემი წაუსვათ. ზემოდან კი ათქვეფილი ნაღებით მორთოთ
საჭირო მასალა:
ბისკვიტი:
100 გ კარაქი
250 გ შაქარი
5-6 ც ვაშლი
3 ცალი კვერცხი
ფქვილი იმდენი, რომ მივიღოთ დასასხმელი ცომი
40 გ კაკაო
1 პაკეტი გამაფხვიერებელი ან 1 ჩ.კ. სოდა
მინანქარი:
2 ს.კ. კაკაო
2 ს.კ. რძე/წყალი
80 გ შაქარი
50 გ კარაქი
ფორმა:
28 სმ დიამეტრის
მომზადება:
კარაქი გავადნოთ დ ოთახის ტემპერატურაზე გავციოთ. ვაშლი გავხეხოთ. ბისკვიტის მშრალი ინგრედიენტები ავურიოთ. ავთქვიფოთ კარაქი და შაქარი, დავუმატოთ კვერცხი, მშრალი ინგრედიენტები და ვაშლი. ცომი მოვათავსოთ ფორმაში, გამოვაცხოთ წინასწაარ 170 გრადუსზე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 35-40 წუთი, სანამ გული არ გამოცხვება. ბისკვიტი გავაციოთ.
მოვამზადოთ მინანქარი. ინგრედიენტები კარგად ავურიოთ ერთმანეთში და დაბალ ცეცხლზე დავდგათ, თან ვურიოთ. არ უნდა წამოდუღდეს. ცოტა შევაგრილოთ და მოვასხათ ბისკვიტს.
გემრიელად მიირთვით!
No comments:
Post a Comment