Pages

2013-02-10

სომხური ქადა

საჭირო მასალა:
ცომი:
6 ჭიქა (250 მლ) ფქვილი
500 გ მარგარინი/კარაქი
1/2 ლ მაწონი
1 ჩ.კ. სოდა
გულსართი:
1 ჭიქა (250 მლ) ფქვილი
1 ჭიქა (250 მლ) შაქარი
3 ს.კ. გამდნარი კარაქი
ზემოდან გადასასმელად:
2 კვერცხის გული+1 ს.კ. მაწონი





მომზადება:
6 ჭიქა ფქვილი და დარბილებული მარგარინი დანით კარგად ავკეპოთ. სოდა გავხსნათ მაწონში. დავასხათ ფქვილს და მარგარინს და მოვზილოთ მაგარი ცომი. შემდეგ ცომი გადავიტანოთ თასში, გადავაფაროთ ტილო და დავდგათ 1 საათი. ამასობაში მოვამზადოთ გულსართი. ფქვილი, შაქარი და გამდნარი კარაქი კარგად ავურიოთ და დავდგათ ცეცხლზე, მოვშუშოთ. ცომი გავყოთ რამდენიმე ნაწილად, გავაბრტყელოთ მოვაყაროთ გულსართი, გადავახვიოთ და დავჩრათ ფიგურული დანით, სასურველ ზომებად, გადავუსვათ ათქვეფილი კვერცხი და მაწონი. გამოვაცხოთ 190 გრადუსზე გახურებულ ღუმელში.

No comments:

Post a Comment