300 გ საქონლის ხორცი
200-250 გ კომბოსტო
4ც სხვადასხვა ფერის ბულგარული წიწაკა
1 კონა მწვანე ხახვი
1 კონა კამა
1ც საშუალო ზომის მაიონეზი
პილპილი, მარილი გემოვნებით
მომზადება:
კომბოსტო წვრილად დაჭერით, ფენა-ფენა დააყარეთ მარილი და დადგით ნახევარი საათი. ხორცი მოხარშეთ, ქონიანი ნაწილები მოაცილეთ და შეგრილებული წვრილად დაჭერით, კომბოსტო კარგად გაწურეთ და დაამატეთ ხორცს, დაჭერით ბულგარული წიწაკა წვრილად და გრძლად, კამა და მწვანე ხახვიც, ეს ყველაფერი კარგად აურიეთ, დაამატეთ მაიონეზი, პილპილი და მარილი (თუ კომბოსტოს მარილიანობა არ ეყოფა) გემოვნებით. კარგად აურიეთ.
გემრიელად მიირთვით!
No comments:
Post a Comment