2013-02-24

შუ

საჭირო მასალა:
ცომი:
200 მლ რძე

160 მლ წყალი
150 გ კარაქი
200 გ ფქვილი
6 ცალი კვერცხი
მარილი დანის წვერით
1 ჩ.კ. შაქარი


კრემი:
500 მლ რძე

170 გ შაქარი
2/3 ჭიქა ფქვილი (250 მლ-იანის)
1 შაქრიანი ვანილი
200 გ დარბილებული მარგარინი/კარაქი




მომზადება:
წყალი და რძე ქვაბში ავადუღოთ, დავუწიოთ ცეცხლს, დავუმატოთ მარილი, კარაქი და შაქარი. კარაქი რომ გადნება დავამატოთ ფქვილი და ვურიოთ ხის კოვზით. როდესაც ცომი გვერდებზე და ძირზე თხელ ფენას გაიკეთებს გადავიღოთ ჯამში. კვერცხი ცალკე ხელის სათქვეფით ოდნავ ავთქვიფოთ და ნელ-ნელა დავამატოთ ცომს, თან ვთქვიფოთ. 

ღუმელი გავაცხელოთ 180 გრადუსზე, საცხობ ტაფას წავუსვათ ცხიმი და ცომი გავანაწილოთ ჩაის ან სადილის კოვზით, სასურველი ზომის მიხედვით. ვაცხოთ სანამ ზემოდან სასიამოვნოდ არ დაიბრაწება.
 შაქარი, ფქვილი, მარილი და ვანილი კარგად გავხსნათ რძეში და დავდგთ დაბალ ცეცხლზე, თან ვურიოთ ხის კოვზით, კრემი რომ ადუღდება და შესქელდება გადმოვდგათ. ავთქვიფოთ დარბილებული მარგარინი/კარაქი და ნელ-ნელა შევათქვიფოთ გაციებული მოხარშული კრემი.
შუები დანით დავსეროთ და კრემით ამოვავსოთ.
შეგიძლიათ მორთოთ შაქრის პუდრით ან შოკოლადის მინანქრით.

No comments:

Post a Comment