2013-09-09

ვაშლის ნამცხვარი

დღეს კიდევ ერთი მარტივი და ძალიან გემრიელი ნამცხვრის რეცეპტი უნდა გაგიზიაროთ. ძალიან ჰაეროვანი და არომატულია. ვაშლისა და დარიჩინის შესანიშნავი სურნელით გაჯერებული. მოსამზადებლად 1 საათიც არ დაგჭირდებათ. ნამცხვარი უგემრიელესია, როგორც თბილი ასევე ცივი.


მასალა:
5 კვერცხი
2 ჩ.ჭ. შაქარი
250 გ. დარბილებული მარგარინი
250 მლ. მაწონი
1 1/3 ჩ.კ. სოდა
1 შეკვრა ვანილინი
2 ჩ.ჭ. ფქვილი
2 ვაშლი
1 ჩ.კ. დარიჩინი

მომზადება:

  • კვერცხი და შაქარი ერთად ათქვიფეთ, მასა როცა აფუვდება და გათეთრდება შეათქვიფეთ მარგარინი (ოთახის ტემპერატურის). სოდა გახსენით მაწონში, როცა მასა გაორმაგდება დაამატეთ ცომს, კარგად ათქვიფეთ. დაამატეთ ვანილიც, ცომი ჩააცერით და კარგად აურიეთ. მიირებთ თხელ დასასხმელ ცომს.
  • ვაშლი გათალეთ, ოთხ ნაწილად გაჭერით და შემდეგ თითოეული ნაწილი თხლად დაჭერით. 
  • ფორმას წაუსვით ცხიმი და ჩაასხით ცომის ნახევარი. დააწყვეთ დაჭრილი ვაშლი და მოაყარეთ დარიჩინი. შეგიძლიათ ცოტა შაქარიც მოაყაროთ, ვაშლის სიტკბოს მიხედვით. შემდეგ მოასხით დარჩენილი ცომი
  • აირღუმელი გააცხელეთ 190 გრადუსზე და აცხვეთ დაახლოებით 20-25 წუთი.


No comments:

Post a Comment