Pages

2015-08-29

ტორტი შოკოლადის განაშით

ჩემი აზრით, საკუთარი ხელით, მთელი გულითა და მონდომებით მომზადებულ საჩუქარს ვერაფერი შეედრება. 2 დღის წინ ჩემს საყვარელ დედას დაბადების დღე ჰქონდა და ეს ტორტი გავუკეთე. ფოტო ვერ ასახავს არაჩვეულებრივ გემოს. ნოტიო ბისკვიტი, ნაღების ჰაეროვანი კრემი, გამომცხვარი ბეზე და შოკოლადის უგემრიელესი განაში. ეს ყველაფერი ერთად არაჩვეულებრივია. ამ რეცეპტში ახალი განაშის მომზადება, ბისკვიტი უკვე ნაცადია და რეცეპტიც დევს ბლოგზე. ბეზეც უკვე გამოცდილი მეთოდით მოვამზადე. მაგრამ ამ რეცეპტის შენახვა განაშის გამო ნამდვილად ღირს. რეცეპტის ბოლოს დავურთავ ვიდეოს, რომლის მიხედვითაც მე მოვამზადე. 



 მაშ ასე, ბისკვიტის მოსამზადებლად იხილეთ ლინკი ბისკვიტი.
გამომცხვარი ბეზეს მოსამზადებლად ---> გადადით ამ ბმულზე ))
ახლა კი რაც შეეხება ნაღების კრემსა და განაშს.

კრემისთვის დაგჭირდებათ 

  • 250 მლ. მაღალპროცენტიანი ნაღები (33%+)
  • 3-4 ს.კ. შაქრის პუდრა
  • ვანილი გემოვნებით
განაშისთვის:
  • 500 გ. შოკოლადი
  • 250 მლ. ნაღები (კვლავ მაღალპროცენტიანი)
ფორმა 28 სმ. დიამეტრის



მომზადება:
  • სჯობს ბისკვიტისა და ბეზეს გამოცხობის შემდეგ განაში მოამზადოთ, რადგან დრო სჭირდება გაციებას. ქვაბში მოათავსეთ შოკოლადი და ნაღები, ორთქლის აბაზანაზე ან მიკროტალღურ ღუმელში გაადნეთ. კარგად აურიეთ, როცა ერთგვაროვან მასას მიიღებთ დადგით გასაგრილებლად. 
  • ოთახის ტემპერატურის განაში მიქსერით ათქვიფეთ, დაახლოებით 5 წუთია საჭირო სასურველი კონსტიტენციის მიღებისთვის. განაში უნდა შესქელდეს, თუმცა კვლავ თხევადი უნდა დარჩეს. უყურეთ ვიდეოს და უკეთ გაიგებთ :) 1-2 საათში განაში გამყარდება და შეძლებთ ტორტის მორთვას.
  • ნაღები რომ მარტივად და კარგად ათქვიფოთ, კარგად გააციეთ. შემდეგ დაბალი სიჩქარით ათქვიფეთ,როცა კრემისებურ მასას მიიღებთ,შეათქვიფეთ შაქრის პუდრაც. კარგად ათქვიფეთ. შეგიძლიათ ვანილიც დაუმატოთ.
  • მე ტორტის ბიკვიტი ორ ნაწილად გამოვაცხე, ასე უფრო მოსახერხებელია. თუ თქვენ ერთ მთლიანს გამოაცხობთ, მაშინ გაჭერით შუაზე, წაუსვით ნაღების კრემის ნახევარი, შემდეგ დაადეთ გამომცხვარი ბეზე, ბისკვიტის მეორე ნაწილს წაუსვით დარჩენილი კრემი და ამ მხრიდან დაადეთ გამომცხვარ ბეზეს.



  • ტორტს გვერდებზე და ზემოდან განაში გადაუსვით. მორთეთ როგორც თქვენ გსურთ :) <3



*** მე გირჩევთ მოხალული თხილი ან ნიგოზი მოაყაროთ ნაღების კრემს, სანამ ბეზეს დაადებთ :)

ეს კი შოკოლადის განაშის ვიდეო რეცეპტი, რომლის მიხედვითაც მოვამზადე. როგორც ნახავთ, 2 ინგრედიენტით 3 სხვადასხვანაირი განაშის მომზადებაა შესაძლებელი.


No comments:

Post a Comment