Pages

2015-06-12

მარწყვის ტრაიფლი - ჩინური (ინდური) ტორტი

ბოლო პერიოდში პოპულარულ პოსტებში გამოჩნდა ატმის ტრაიფლის რეცეპტი (ჩინური ტორტის რეცეპტები). ამიტომ კიდევ ერთ ძალიან გემრიელ რეცეპტს გთავაზობთ. ესეც მარტივი და სწრაფად მოსამზადებელია და, რაც მთავარია, ძალიან გემრიელი. ბისკვიტი კლასიკურია, კვერცხი, შაქარი და ფქვილი. შეგიძლიათ ორცხობილა გამოიყენოთ, თუ დროის დაზოგვა გსურთ. მომზადების შემდეგ აუცილებლად გააჩერეთ რამდენიმე საათი მაცივარში.


დაგჭირდებათ:
ბისკვიტისთვის:
3 კვერცხი
1/2 ჩ.ჭ. შაქარი (250 მლ-იანი ჭიქის)
1/2 ჩ.ჭ. ფქვილი
ვანილი

ასევე 200 გ. ნაღების ფხვნილი + 1 ჩ.ჭ. ცივი წყალი
დაშაქრული მარწყვი

მომზადება:

  • მთლიანი კვერცხი მაღალი სიჩქარით რამდენიმე წუთით ათქვიფეთ, როცა გათეთრდება და ნელ-ნელა შეათქვიფეთ შაქარი და ვანილი. როცა კარგად გაიხსნება ჩააცერით ფქვილი და ხელის სათქვეფით ფრთხილად შეურიეთ, ქვემოდან ზემოთ ურიეთ.
  • საცხობ ფორმაში ჩააფინეთ ქაღალდი, წაუსვით ცხიმი და გადაიტანეთ ცომი. გამოაცხეთ 175 გრადუსზე, 15 წუთი საკმარისია.
  • ნაღების ფხნვილი და წყალი რამდენიმე წუთით ათქვიფეთ, როცა გასქელდება მზადაა. 
  • ბისკვიტი გააციეთ და შემდეგ დააქუცმაცეთ, გაანაწილეთ ფორმებში ბისკვიტი და დანამეთ მარწვის წვენით, შემდეგ დაამატეთ კრემი, მარწვი და შემდეგ იგივე.
  • მაცივარში მოათავსეთ რამდენიმე საათი, რომ უკეთ გაუჯდეს მარწყვის არომატი.



No comments:

Post a Comment