Pages

2015-05-24

ბრაუნი თხილით-უგემრიელესი დესერტი

ძალიან დიდი ხანია არაფერი დამიდია.. დრო არ მქონდა და ამიტომ.. თუმცა დღეიდან ვეცდები შედარებით გავაქტიურდე ბლოგზე. ბრაუნის მომზადების მრავალი ვარიაცია არსებობს, 2 სახის რეცეპტი ბლოგზე დევს (იხილეთ ბრაუნის რეცეპტები ) ახალი რეცეპტი წინა ორისგან განსხვავებულია, აქ შოკოლადის ნაცვლად კაკაო გამოიყენება. რამდენიმე ინგრედიენტისგან, მცირე ძალისხმევით შეგიძლიათ უგემრიელესი ნამცხვარი მოამზადოთ. დროც საკმაოდ ცოტა დაგჭირდებათ.


დაგჭირდებათ:

  • 4 დიდი კვერცხი
  • 2 ჩ.ჭ. შაქარი
  • 1 ჩ.ჭ. ზეთი
  • ვანილი
  • 1 ჩ.ჭ. ფქვილი
  • 2/3 ჩ.ჭ. კაკაო
  • 1/6 ჩ,კ. სოდა
  • მწიკვი მარილი
  • 1/2 ჩ.ჭ. თხილი
მომზადება:
  • კვერცხი და შაქარი ერთად ათქვიფეთ, უნდა მიიღოთ თეთრი, სქელი მასა.
  • შემდეგ დაამატეთ ზეთი, ვანილი და მარილი.
  • ცალკე ჯამში ჩაცერით მშრალი ინგრედიენტები: ფქვილი, კაკაო, სოდა. აურიეთ და კვერცხიან მასას ჩააცერით. ხელის სათქვეფით შეურიეთ.
  • ბოლოს დაუმატეთ თხილი.
  • ფორმას წაუსვით ცხიმი, გადაიტანეთ ცომი. გამოაცხეთ 175 გრადუსზე. დასჭირდება 25-30 წუთი. ზემოდან უნდა დაიფშხალოს.
მიირთვით ნაყინთან ერთად, გემრიელია ცხელიც და ცივიც <3

No comments:

Post a Comment