Pages

2015-04-14

ნამცხვარი "მედოკი"

საკმაოდ ძველი რეცეპტია და ალბათ ბევრ თქვენგანს გაუსინჯავს "მედოკი" და უყვარს კიდეც. მომზადება საკმაოდ მარტივია, არც ბევრ დროს საჭიროებს. რამდენიმე ინგრედიენტი და უგემრიელესი ნამცხვარი მზად იქნება.


დაგჭირდებათ:
ფირფიტებისთვის:
  • 3 კვერცხი
  • 1 ჩ.ჭ. შაქარი
  • 100 გ. კარაქი
  • 2 ს.კ. თაფლი
  • 1 ჩ.კ. სოდა + ძმარი/ლიმონის წვენი
  • 4 ჩ.ჭ. ფქვილი
კრემისთვის:
  • 150 გ. კარაქი
  • 1 ქილა მოხარშული შესქელებული რძე (სგუშონი)
  • ვანილი

მომზადება:
  • ფირფიტების ყველა ინგრედიენტი შეურიეთ და დადგით ორთქლის აბაზანაზე ან ცხელ წყალში ჩადგით, ურიეთ იქამდე სანამ აქაფდება და ბუშტუკების ამოსვლას დაიწყებს. ამავდროულად ის უნდა გამუქდეს.
  • გადმოდგით და ჩააცერით ფქვილი, შეიძლება დამატება დაგჭირდეთ. უნდა მოზილოთ რბილი ცომი. ცომი გაყავით 4 ნაწილად. თითოეული თხლად გააბრტყელეთ და გადაიტანეთ ფქვილმოყრილ საცხობ ფიტფიტაზე. გამოაცხეთ 180 გრადუსზე, 8-10 წუთი საკმარისია.
  • კრემის მოსამზადებლად დარბილებული კარაქი გათქვიფეთ, როცა გათეთრდება ნელ-ნელა დაამატეთ შესქელებული რძე. ერთგვაროვან მასას რომ მიიღებთ, ვანილიც შეათქვიფეთ.
  • ფირფიტებს ჩამოაჭერით გვერდები, დაფშხვენით ზემოდან მოსაყრელად. კრემი წაუსვით ფირფიტებს და დაფშხვნილი მასა მოაყარეთ ზემოდან. 



No comments:

Post a Comment