შვრია ძალიან კარგი პროდუქტია, სასარგებლოა სახის კანისთვის, კუჭ-ნაწლავისთვის.. მისგან მომზადებული დესერტები უგემრიელესია. დღეს ძალიან კარგ რეცეპტს გთავაზობთ, ხრაშუნა, არომატული და გემრიელი ორცხობილების მოსამზადებლად. მოწონებას დაიმსახურებს ოჯახის წევრებს შორის <3 ამ პორციით გამოდის 30-35 ცალი. 1 ორცხობილა = 132 კკალს.
ინგრედიენტები:
- 170 გ. კარაქი
- 1/2 ჩ.ჭ. შაქარი
- 1 კვერცხი
- ვანილი
- 3/4 ჩ.ჭ. ფქვილი
- 3 ჩ.ჭ. შვრია
- 1/2 ჩ.კ. სოდა
- 1/2 ჩ,კ. მარილი
- 1/2 ჩ,კ, დარიჩინი
- 1/8 ჩ.კ. მუსკატის კაკალი
- 1 ჩ,ჭ. ქიშმიში
- 1 ჩ.ჭ. ადუღებული, ცხელი წყალი
მომზადება:
- ქიშმიშს დავასხათ ცხელი წყალი და გვერდით გადავდოთ.
- კარაქი და შაქარი ერთად ავთქვიფოთ კრემისებური მასის მიღებამდე.
- შემდეგ შევათქვიფოთ კვერცხი და ვანილი.
- ფქვილი, სოდა, მარილი, დარიჩინი და მუსკატის კაკალი ავურიოთ ცალკე ჯამში, დავამატოთ შვრიაც და კარგად ამოვურიოთ.
- კარაქიან მასას შევათქვიფოთ მშრალი ინგრედიენტები.
- ქიშმიშს გადავუწუროთ წყალი და დავამატოთ ცომს.
- ტაფაზე დავაფინოთ საცხობი ქაღალდი, ცომისგან გავაკეთოთ ბურთები, დავალაგოთ საცხობ ქაღალდზე და ხელის დაწოლით გავაბრტყელოთ.
- გამოვაცხოთ 170-175 გრადუსზე. 12-15 წუთში მზადაა.
No comments:
Post a Comment