Pages

2015-02-01

შოკოლადის უგემრიელესი დესერტი

კიდევ ერთი ახალი რეცეპტი დღეისთვის,  მარტივი და ძალიან გემრიელი დესერტის მოსამზადებლად. თუ გიყვართ შოკოლადი, მაშინ ეს მუსი/კრემი მოგეწონებათ. რაც გინდათ ის დაარქვით, მთავარია მისი გემო. მოამზდეთ და გაახარეთ ოჯახის წევრები/მეგობრები.


დაგჭირდებათ:

  • 2/3 ჩ.ჭ. შაქარი
  • 4 კვერცხის გული
  • 3 ჩ.ჭ. რძე
  • 2 ს.კ. სიმინდის სახამებელი
  • 1 ვანილინი
  • 200 გ. შავი შოკოლადი
  • მარილი დანის წვერით
მომზადება:

  • ქვაბში ჩაყარეთ შაქარი, სახამებელი, მარილი და აურიეთ. ნელ-ნელა დაამატეთ 1/2 ჩ.ჭ. რძე და თან ურიეთ ხელის სათქვეფით. 
  • შემდეგ შეათქვიფეთ კვერცხის გულები და დარჩენილი რძე და ვანილიც დაამატეთ.
  • დადგით დაბალ ცეცხლზე და განუწყვეტლივ ურიეთ.
  • 10-15 წუთის შემდეგ მასა შესქელდება, ამ დროს დაამატეთ შოკოლადი და განაგრძეთ მორევა.
  • რამდენიმე წუთში გადმოდგით ცეცხლიდან, გაანაწილეთ ფორმებში და შედგით საყინულეში რამდენიმე სააათით.
უგემრიელესი დესერტი მზადაა. გემრიელად მიირთვით! <3

შემოგვიერთდით facebook-ის გვერდზე https://www.facebook.com/Cookingblog4u



No comments:

Post a Comment