პირველ რიგში, ბლოგის დაბადების დღეს გილოცავთ ერთგულო მკითხველებო და, რა თქმა უნდა, ჩემს თავსაც ვულოცავ. მიხარია, რომ facebook-ის გვერდზე (იხილეთ აქ) თითქმის 5000 ლაიქი აქვს ბლოგს. ასევე მახარებს ბოლო დღეების რეიტინგი და დიდი იმედი მაქვს, რომ კიდევ უფრო გაუმჯობესდება.
ახლა რეცეპტის აღწერაზე გადავალ. ალბათ ბევრი თქვენგანი სათაურიდანვე სკეპტიკურად განეწყო, მესმის, რადგან მეც წარმოუდგენლად მიმაჩნდა 4 ფორთოხლისგან 9 ლიტრი წვენის მომზადება. ნუ, რა თქმა უნდა, სასმელს წყალი და შაქარიც აქვს დამატებული და მხოლოდ ფორთოხლის წვენი არაა, მაგრამ ძალიან გემრიელია და მომზადებაც საკმაოდ მარტივია. მე გირჩევთ, რომ სცადოთ, ვფიქრობ მოგეწონებათ.
დაგჭირდებათ:

- 4 ფორთოხალი (თუ პატარებია 5)
- 9 ლიტრი ადურებული, გაციებული წყალი
- 1 კგ. შაქარი
- 30 გ. ლიმონმჟავა
მომზადება:
- ფორთოხლები გარეცხეთ, გადაავლეთ ადუღებული წყალი და გაამშრალეთ, შედეთ საყინულეში და დატოვებთ მთელი ღამე.
- დილით გაყინული ფორთოხლები დაჭერით და გაატარეთ ხორცის მანქანაში ან დაფქვით სამზარეულოს კომბაინში.
- დაასხით 3 ლიტრი გადადურებული ცივი წყალი და გააჩერეთ 10 წუთი. ამის შემდეგ გაწურეთ ჯერ მსხვილ საცერზე, შემდეგ კი წვრილზე.
- დაამატეთ დარჩენილი წყალი, შაქარი და ლიმონმჟავა. კარგად აურიეთ. შაქარი მალევე გაიხსნება.
- მიირთვით 1 საათის შემდეგ. თუმცა უმჯობესია თუ რამდენიმე საათის მერე დაააგემოვნებთ, გემო ბევრად უკეთესი ექნება.
სულ ესაა, ძალიან მარტივი მოსამზადებელია. ნუ დაეჭვდებით რო არ გამოვა, გამოცდილი რეცეპტია <3
No comments:
Post a Comment