Pages

2014-12-06

ქათმის ხორცი ბრინჯითა და სტაფილოთი

დღეს კიდევ ერთ გემრიელ რეცეპტს გაგიზიარებთ. მართალია ეს სამარხვო არაა, მაგრამ მომავალში გამოგადგებათ )) სიმართლე გითხრათ ქათმის ხორცი დიდად არ მიყვარს, მაგრამ ასე მომზადებული ძალიან მომწონს, ალბათ იმიტომ, რომ ბოსტნეული და ბრინჯია ხორცთან ერთად. იმედი მაქვს მოამზადებთ და თქვენც ისიამოვნებთ ამ უემრიელესი კერძით.


ინგრედიენტები:

  • 400 გ. მოხარშული ან შემწვარი ქათმის ფილე
  • 1+1/2 ჩ.ჭ. ბრინჯი
  • 5-6 ცალი სტაფილო
  • 3 ცალი ხახვი
  • 2 ცალი წითელი ბულგარული წიწაკა
  • 2-3 კბილი ნიორი
  • ზეთი
  • უცხო სუნელი 2 ჩ.კ.
  • მარილი, პილპილი, წითელი წიწაკა გემოვნებით
მომზადება:


  • მარილიან წყალში მოხარშეთ ბრინჯი. კარგი იქნება თუ ზედმეტად არ ჩახარშავთ.
  • ქათმის ფილე სასურველ ზომებად დაჭერით
  • გახეხეთ სტაფილო. საშუალო სიგრძის თხელ ნაჭრებად დაჭერით ბულგარული წიწაკა. წვრილად დაჭერით ხახვი და ნიორი.
  • ზეთში მოშუშეთ ხახვი და ნიორი, ცოტა შაქარი დაამატეთ. როცა კარამელიზირდება დაამატეთ სტაფილო, კარგად აურიეთ. რამდენიმე წუთში ბულგარული წიწაკა, მარილი, პილპილი, წითელი წიწაკა და უცხო სუნელიც დაამატეთ და ერთად მოშუშეთ.
  • მოშუშული ბოსტნეული და დაჭრილი ხორცი ბრინჯში აურიეთ. კერძი მზადაა! <3








No comments:

Post a Comment