Pages

2014-12-19

მიწისთხილის გოზინაყი

წარმოგიდგენიათ ახალი წლის ღამე უგემრიელესი გოზინაყის გარეშე? :) ალბათ არა. მის გარეშე ხომ ვერ "დავაბერებთ ტკბილად" ოჯახის წევრებს :D ჩემს სახლში ბებო ყოველთვის ნიგვზის გოზინაყს აკეთებდა. ორჯერ მეც გავაკეთე და შარშან მიწისთხილისაც ვცადე, უგემრიელესი გამოდის. მზადდება იმავე პროპორციებითა და სტრუქტურით, როგორც ნიგვზის, ან ნუშის, ან მზესუმზირის.. მე გამოვიყენე რეცეპტი წიგნიდან "ქართული სამზარეულო".


ინგრედიენტები:
თაფლი 600გ.
მიწისთხილი 1კგ.
შაქარი 3-4  სადილის კოვზი

მომზადება:

  1. მიწისთხილი მოხალეთ და დაჭერით საშუალო ზომებად.
  2. თაფლი ჩაასხით ქვაბში. დადგით დაბალ ცეცხლზე და წამოადუღეთ, თან ხის კოვზით ურიეთ. როცა აქაფდება ცეცხლიდან გადმოდგით და შეაგრილეთ. შემდეგ ისევ დადგით გაზქურაზე და ეს პროცედურა 3-ჯერ გაიმეორეთ.
  3. თაფლი რომ შესქელდება დაამატეთ შაქარი და თაფლი კიდევ ერთხელ წამოადუღეთ. 
  4. შემდეგ ჩაყარეთ მიწისთხილი და გამუდმებით ურიეთ. 
  5. 3-4 წუთის შემდეგ, როცა მიწისთხილი ფერს შეიცვლის, ქვაბი ცეცხლიდან გადმოდგით.
  6. მომზადებული მასა გადაიტანეთ სველ ხის დაფაზე.
  7. გოზინაყი სველი ხელით ან სველივე კოვზით თანაბრად გაანაწილეთ სველ დაფაზე.
  8. მე დავამრგვალე, როგორც ფოტოზე ხედავთ. თუ თქვენ ტრადიციულ ფორმებად დაჭრა გსურთ, გვერდები შეუსწორეთ და სველი დანით სწრაფად დაჭერით, რომ არ გაგიცივდეთ.
დამდეგ შობა-ახალ წელს გილოცავთ! <3

ასევე შეგიძლიათ მოამზადოთ ნიგვზის გოზინაყიც <3


No comments:

Post a Comment