საუზმის აუცილებლობაზე ყოველთვის აღვნიშნავ ხოლმე და ახლაც განვმეორდები და ვიტყვი, რომ საუზმე არ უნდა გამოტოვოთ! კუჭში საჭმელი ჩერდება 4-5 საათი, დილით კი უკვე ცარიელია. ამის მიუხედავად ის მოქმედებას იწყებს, მუდმივად საუზმის გამოტოვებამ შეიძლება დიდი პრობლემები შეგიქმნათ. ამიტომ ყოველ დილით მოიმზადეთ რაიმე მარტივი, გემრიელი და მიირთვით.
ახლა, რაც შეეხება დღევანდელ რეცეპტს, ეს არის ძალიან მარტივად და სწრაფად მოსამზადებელი. შემადგენლობას როცა ნახავთ მიხვდებით , რომ ძალიან სასარგებლოა. რაც შეეხება გემოს, უგემრიელესია. საკმაოდ ნოყიერია.
დაგჭირდებათ:
1/4 ჩ.ჭ. შვრია
1/4 ჩ.ჭ. რძე
1/4 ჩ.ჭ. იოგურტი ან მაწონი
1/4 ჩ.ჭ. დაჭრილი ატამი ან სასურველი ხილი
ვანილი გემოვნებით
მომზადება:
ყველა ინგრედიენტს ვათავსებთ ქილაში, ვაფარებთ თავსაფარს და გავთქვიფავთ კარგად. შემდეგ შევდებთ მაცივარში რამდენიმე საათით.

- თუ იყენებთ მაწონს დაამატეთ შაქარიც.
- სჯობს მოამზადოთ საღამოს და მთელი ღამე დატოვოთ მაცივარში.
No comments:
Post a Comment