საკმაოდ დიდხნიანი პაუზა მქონდა ბლოგზე, რადგან 3 კვირა ვიყავი "ბაქსვუდის" საზაფხულო სკოლაში. ძალიან კარგი დრო გავატარე. დავბრუნდი და ბევრ ახალ, გემრიელ რეცეპტს გაგიზიარებთ.
ატმის ტრაიფლი არის უგემრიელესი დესერტი, რომელიც ადვილად მზადდება. ზაფხულისთვის შესაფერისია. მოამზადეთ და ისიამოვნეთ.
დაგჭირდებათ:
4 კვერცხი
120 გ. შაქარი
120 გ. ფქვილი
ვანილი
500 მლ. რძე
2/3 ჩ.ჭ. ფქვილი
2/3 ჩ.ჭ. შაქარი
6-7 ატამი
მომზადება:
კვერცხის გული და ცილა გააცალკევეთ. გულები ათქვიფეთ 3 ს.კ. შაქართან ერთად. ცალკე ათქვიფეთ ბეზე, როცა ღრუბლისებრ მასას მიიღებთ ნაწილ-ნაწილ დაამატეთ
დარჩენილი შაქარი და დაბალი სიჩქარით შეათქვიფეთ. ბეზეს ნელ-ნელა დაუმატეთ ათქვეფილი გულები, ვანილი და
კარგად ათქვიფეთ. ჩააცერით ფქვილი და ხელის სათქვეფით ფრთხილად შეურიეთ. გამოაცხეთ 180 გრადუსზე, დასჭირდება დაახლოებით 20 წთ.
მოხარშული კრემი: ქვაბში აურიეთ შაქარი და ფქვილი, ნელ-ნელა დაამატეთ რძე და ხელის სათქვეფით ურიეთ, რომ ფქვილი კარგად გაიხსნას. დადგით დაბალ ცეცხლზე და განუწყვეტლივ ურიეთ. როცა შესქელდება და დუღილს დაიწყებს გადმოდგით ცეცხლიდან, გააციეთ.
ბისკვიტი დააქუცმაცეთ. ატამი კუბიკებად დაჭერით, მოსართავად შეგიძლიათ დაჭრათ ისე, როგორც ფოტოზეა ან თქვენი გემოვნების მიხედვით. დორმაში გაანაწილეთ ბისკვიტის ნახევარი, შემდეგ მოაყარეთ ჯერ ხილი და შემდეგ წაუსვით კრემი, დაამატეთ დარჩენილი ბისკვიტი, კრემი და ბოლოს მორთეთ ხილით. შედგით მაცივარში რამდენიმე საათით.

No comments:
Post a Comment