ტრიუფელები ფრანგული დესერტია. მისი მომზადების სხვადასხვა ვარიაცია არსებობს. მის შემადგენლობაში აუცილებლად უნდა შედიოდეს შოკოლადი ან კაკაოს ფხვნილი. მომზადებულ ტრიუფელებს სასურველ მასაში ავლებენ:კაკაო, წვრილდ დაჭრილი თხილი, ქოქოსის ფანტელი და სხვა.. ხშირად გამდნარ შოკოლადში ავლებენ და აშრობენ. სუპერმარკეტებში არც თუ ისე იაფია. სახლში მომზადება საკმაოდ მარტივია, არ სჭირდება დიდი კუინარიული ნიჭი. ბლოგზე ტრიუფელების მომზადების მეორე რეცეპტის ნახვაც შეგიძლიათ.
მასალა:
400 გ კარაქი (თუ მარხვაზე ხართ დაჩა ან სხვა მცენარეული კარაქი)
1 ჭიქა შაქარი (200 მლ-იანი ჭიქით)
დაახლოებით 500 გ შვრიის ფანტელი
25 გ. კაკაო
100 გ. ქოქოსის ფანტელები
მომზადება:
კარაქი და შაქარი ხელით კარგად ასრისეთ, ნელ-ნელა დაამატეთ შვრიის ფანტელი და შეურიეთ ერთმანეთს. უნდა მიიღოთ ისეთი მასა რომლის დამრგვალებაც ადვილია. ხელზე უნდა ეკვრებოდეს. შემდეგ დაუმატეთ კაკაო და აურიეთ. ერთიანი მასა შედგით მაცივარში, საყინულესთან ახლოს და არა საყინულეში. გააჩერეთ 1 საათი. შემდეგ გამოიღეთ და სასურველი ზომის ბურთულები გააკეთეთ. ამოავლეთ ქოქოსის ფანტელში, კაკაოში ან საკონდიტრო ფერად შაქრებში. შემდეგ ისევ შედგით მაცივარში მინიმუმ ნახევარი საათი.
გემრიელად მიირთვით <3
No comments:
Post a Comment