საერთოდ სალათები ძალიან მიყვარს, მაგრამ ამ სალათს გამოვარჩევდი. ხშირად ვამზადებ და ნამდვილად უგემრიელესია. არ სჭირდება ბევრი ინგრედიენტი და დიდი წვალება. ერთი სიტყვით მშვენიერი სალათაა და გირჩევთ მოამზადოთ.
მასალა:
400 გ დაკონსერვებული ქამა სოკო
2 ჩ.ჭ. ბრინჯი
1 კონა კამა
1 კონა მწვანე ხახვი
200 მლ მაიონეზი (სამარხვო თუ მარხვაზე ხართ)
მარილი, პილპილი გემოვნებით
მომზადება:
ბრინჯი მოვხარშოთ. სოკო ზეთში მოვშუშოთ. გავაციოთ და შევურიოთ ერთმანეთ. კამა და მწვანე ხახვი დავჭრათ და დავამატოთ. მოვაყაროთ მარილი და პილპილი გემოვნებით. შემდეგ მოვასხათ მაიონეზი და კარგად ავურიოთ.
No comments:
Post a Comment