Pages

2016-02-13

ფორთოხლის არომატული ნამცხვარი

თუ კვირა საღამოს განტვირთვას და დროის სასიამოვნოდ გატარებას აპირებთ, გირჩევთ ეს ნამცხვარი გამოაცხოთ და მეგობრები დაპატიჟოთ. მოამზადეთ არომატული ჩაი ლიმონით და შეიქმენით მყუდრო გარემო. ნამცხვარი იმდენად მარტივი მოსამზადებელია, რომ მისთვის ცოტა ოდენი დროის დათმობა ნამდვილად ღირს.


დაგჭირდებათ:

  • 3 დიდი კვერცხი
  • 1 ჩ.ჭ. შაქარი
  • 170 გ. კარაქი
  • 1 ს.კ. ფორთოხლის ცედრა
  • 2 ს.კ. ფორთოხლის წვენი
  • 3 ს.კ. რძე ან წყალი
  • 2/3 ჩ.კ. სოდა
  • 1+1/5 ჩ.ჭ. ფქვილი
  • ვანილი
  • მწიკვი მარილი
  • შაქრის პუდრა ზემოდან მოსაყრელად
მომზადება:
  • კარაქი და შაქარი ერთად ათქვიფეთ კრემისებური მასის მიღებამდე.
  • სათითაოდ შეათქვიფეთ კვერცხები.
  • დაამატეთ რძე, ფორთოხლის წვენი, ცედრა და ვანილი. და კვლავ ათქვიფეთ.
  • ცალკე თასში ერთმანეთს შეურიეთ ფქვილი, სოდა და მარილი.
  • მშრალი ინგრედიენტები ჩააცერით კვერცხიან მასას და ხელის სათქვეფით შეურიეთ.
  • საცხობ ფორმას წაუსვით ცხიმი, თუ სილიკონის ფორმას გამოიყენებთ საჭირო არაა. გადაიტანეთ ცომი და შედგით 170 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში. აცხვეთ 40-45 წუთი. შეამოწმეთ ხის წკირით, თუ მშრალი ამოვა მზადაა,
  • ნამცხვარი ფორმაში გააციეთ და შემდეგ გადმოიღეთ.
*** თუ სხვა ზომის ფორმას გამოიყენებთ ცხობის დრო შესაბამისად შეიცვლება.




No comments:

Post a Comment