რატატუი ფრანგული კერძია. საკმაოდ გავრცელებული და პოპულარულია ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე. რატატუის ხშირად იყენებენ გარნირად, თუმცა ძირითად კერძადაც შეგიძლიათ მიირთვათ. მისი მომზადების რამდენიმე ვარიანტი არსებობს- ზოგი ცალკე ამზადებს პომიდვის სოუსს, რომელშიც ხახვსა და ნიორს ამატებს. ზოგი კი ყველაფერს ერთად ურევს. მე პირველ ვარიანტს გთავაზობთ, რომელიც ვიზუალურად ბევრად უკეთესია.
დაგჭირდებათ:
დაგჭირდებათ:
- 2 დიდი ყაბაყი
- 1 დიდი ბადრიჯანი
- 1 ბულგარული წიწაკა
- ნახევარი თავი ხახვი
- 2 კბილი ნიორი
- 250 გ. პომიდორი
- მარილი, პილპილი გემოვნებით
- 2 ს.კ. ზეითუნის ზეთი
- 1/2 ჩ.კ. ქონდარი
მომზადება:
- პომიდორს გააცალეთ კანი, დაჭერით და ბლენდერში მოათავსეთ. ხახვი და ნიორიც დაამატეთ და დააბლენდერეთ. ბოლოს დაუმატეთ 1ს.კ. ზეითუნის ზეთი, მარილი და პილპილი.
- ცეცხლგამძლე ფორმას წაუსვით ზეთი და პომიდვრის პიურე გადაიტანეთ.
- ყაბაყი, ბადრიჯანი და თესლგამოცლილი ბულგარული წიწაკა თხლად დაჭერით. ერთმანეთის მონაცვლეობით ჩააწყვეთ ფორმაში, ისე როგორც ფოტოზეა.
No comments:
Post a Comment