Pages

2015-03-03

სოკოს ღვეზელი ლავაშით

როგორც დაგპირდით მარხვის პერიოდში ვეცდები ბევრი რეცეპტი შემოგთავაზოთ კატეგორიაში "სამარხვო". ერთ-ერთი ეს ღვეზელია, უგემრიელესია. ვერ გეტყვით რომ მალე მოამზადებთ, თუმცა ღირს გაკეთება. კარგი არჩევანია ლანჩისთვის, სამსახურში ან სასწავლებელში წასაღებად. მე გამოვიყენე ხის სოკო. ვფიქრობ, ქამა სოკოთიც კარგი გამოვა.


დაგჭირდებათ:

  • 1 კგ. ხის სოკო
  • 2 ცალი მოხარშული კარტოფილი
  • 2-3 თავი ხახვი
  • 3 კბილი ნიორი
  • 5 ღერი კამა
  • 5-6 ს.კ. სამარხვო მაიონეზი
  • 3 ჩ.კ. წყალი
  • მარილი, პილპილი გემოვნებით
  • 1+1/2 ჩ.კ. უცხო სუნელი
  • 1 ჩ.კ. დაფქული ქინძი
  • 4 ცალი ლავაში
  • ზეთი

მომზადება:

  • გაარჩიეთ სოკო, კარგად გარეცხეთ და მოხარშეთ. შემდეგ გადაავლეთ ცივი წყალი და წვრილად დაჭერით.
  • ხახვი და ნიორიც წვრილად დაჭერით და ზეთიან ცხელ ტაფაში მოშუშეთ. დაამატეთ სოკო და განაგრძეთ მოშუშვა. 
  • გახეხეთ მოხარშული კარტოფილი და სოკო როცა კარგად მოითუშება დაამატეთ. აურიეთ და რამდენიმე წუთში მოაყარეთ მარილი, პილპილი, უცხო სუნელი და ქინძი.
  • აურიეთ და რამდენიმე წუთში გადმოდგით ცეცხლიდან.
  • პატარა ჯამში მაიონეზი და წყალი აურიეთ, დაამატეთ ცოტა მარილი, პილპილი და წვრილად დაჭრილი კამა. კარგად აურიეთ.
  • თითოეული ლავაში შუაზე გაჭერით. წაუსვით მაიონეზის სოუსი, დაადეთ სოკოს შიგთავსი და გადაახვიეთ. ბოლოს დაატოსტერეთ.



No comments:

Post a Comment