ტარტი ჩემი ერთ-ერთი საყვარელი დესერტია. მისი მომზადების უამრავი ვარიაცია არსებობს, განსხვავებულია, როგორც ცომი, ასევე შიგთავსი. ბლოგზე რამდენიმე განსხვავებული რეცეპტია. ვაშლის, ლიმონის, შინდის ჯემისა და მაყვლის ტარტების რეცეპტები შეგიძლიათ იხილოთ ლინკზე - ტარტები. დღევანდელი რეცეპტი, ისევე, როგორც წინამორბედები, ძალიამ გემრიელი, მარტივი და არომატულია.
ინგრედიენტები:
ცომისთვის:
ინგრედიენტები:
ცომისთვის:
- 250 გ. კარაქი
- 1/4 ჩ.ჭ. შაქარი
- მწიკვი მარილი
- 2 ჩ.ჭ. ფქვილი
კრემისთვის:
- 8 სადილის კოვზი კარაქი
- 3/4 ჩ.ჭ. ფორთოხლის წვენი
- 1/2 ჩ.ჭ. შაქარი
- 2 ფორთოხლის ცედრა
- 3 კვერცხი
- 3 კვერცხის გული
- 1 ვანილინი
- მწიკვი მარილი
მომზადება:
- ცომის მოსამზადებლად, კარაქი ათქვიფეთ შაქართან ერთად. კრემისებურ მასას რომ მიიღებთ, დაამატეთ ფქვილი და მოზილეთ რბილი ცომი. გააბრტყელეთ და მოათავსეთ ტარტის ფორმაში. გამოაცხეთ 190 გრადუსზე, დასჭირდება 20 წთ.
- პატარა ქვაბში მოათავსეთ კარაქი, ფორთოხლის წვენი, შაქარი და ცედრა. დადგით დაბალ ცეცხლზე. ცალკე ათქვიფეთ 3 კვერცხის გული და 3 მთლიანი კვერცხი. როცა ქვაბში მასა ერთგვაროვანი გახდება, 1/4 ჩ.ჭ. დაამატეთ კვერცხს, ათქვიფეთ და კვლავ ჩააბრუნეთ ქვაბში, გამუდმებით ურიეთ, როცა მასა შესქელდება გამომცხვარ ფენას დაასხით და შედგით აირღუმელში 10 წუთი.
- შეგიძლიათ ზემოდან გააფორმოთ ფორთოხლის თხელი ნაჭრებით.
- კრემი უკეთ შესქელდება, როცა ნამცხვარი გაცივდება.
No comments:
Post a Comment