ფრანგული სამზარეულო გამოირჩევა უგემრიელესი დესერტებით. კრეპები მარტივი მოსამზადებელია, სასურველი შიგთავსით მიირთვით საუზმედ ან დესერტად. მომზადებისთვის ცოტა დრო დაგჭირდებათ და სულ რამდენიმე ინგრედიენტი. შიგთავსისთვის მე ნუტელა და ქოქოსის ფანტელები გამოვიყენე. ხშირად იყენებენ ნაღების კრემსა და სხვადასხვა ხილს.
დაგჭირდებათ:
2 კვერცხი
1 ჩ.ჭ. რძე
1/4 ჩ.ჭ. წყალი
2 ს.კ. შაქარი
1/2 ჩ.კ. მარილი
3 ს.კ. ზეთი
1 ჩ.ჭ. ფქვილი
მომზადება:
კვერცხი, შაქარი, რძე, წყალი და რძე ერთად ათქვიფეთ. დაამატეთ მარილი, ჩააცერით ფქვილი და შეურიეთ ხელის სათქვეით. ტაფა გააცხელეთ, ცოტა ზეთი დაასხით და გაანაწილეთ მთელ ტაფაზე. ცომი კოვზით დაასხით ტაფის შუა ნაწილში (რაოდენობა განსაზღვრეთ იმის მიხედვით თუ რა ზომის კრეპები გინდათ ) გამოაცხვეთ ორივე მხრიდან.
თბილ კრეპებს წაუსვით შიგთავსი და გადაახვიეთ ან გადაკეცეთ სამკუთხედად.

No comments:
Post a Comment