Pages

2014-02-28

მაფინები ვაშლითა და ნიგვზით

მაფინები საკმაოდ მარტივი და გემრიელი დესერტია. რამდენიმე განსხვავებული რეცეპტი შეგიძლიათ ლინკზე იხილოთ მაფინები
დღევანდელი რეცეპტიც საკმაოდ  მარტივი და უგემრიელესია. მოსამზადებლად კი 1 საათსაც არ წაგართმევთ.


ინგრედიენტები:
2 ჩ.ჭ. ფქვილი
1/2 ჩ.ჭ. შაქარი
2 ჩ.კ. სოდა ან 4 ჩ.კ. გამაფხვიერებელი
მწიკვი მარილი
1/2 ჩ.ჭ. დაჭრილი ნიგოზი
2 საშუალო ზომის ვაშლი
2 ს.კ. ლიმონის წვენი
ვანილინი
1 დიდი კვერცხი
1 ჩ.ჭ. რძე
2/3 ჩ.ჭ. ზეთი

მომზადება:
ვაშლი გავთალოთ და წვრილად დავჭრათ, მოვასხათ ლიმონის წვენი და გვერდით გადავდოთ. ამის შემდეგ მშრალი ინგრედიენტები ჩავცრათ თასში, დავამატოთ შაქარი და დაჭრილი ნიგოზი. ცალკე ჯამში კვერცხი რძესთან და ზეთთან ერთად ავთქვიფოთ, დავამატოთ ვაშლი. ფქვილიან მასა შუაში ჩავაღრმაოთ და ათქვეფილი კვერცხი ჩავასხათ, ხელის სათქვეფით კარგად შევურიოთ ერთმანეთს. მაფინების ფორმებში ჩავალაგპთ საცხობი ქაღალდბი, ცომი გავანაწილოთ. 190 გრადუსზე გახურებულ აირღუმელში ვაცხოთ 20-25 წუთი.
გემრიელად მიირთვით! <3




No comments:

Post a Comment