Pages

2014-01-06

ხორცის ბრაწულა ბოსტნეულითა და ყველით

პირველ რიგში, გილოცავთ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს, უფალი იშვას თქვენს გულებში, გფარავდეთ! დღეს მარხვა დამთავრდა, ორგანიზმი ალბათ შიმშილობს სხვადასხვა ნივთიერებისა და კერძის მიმართ, ერთ–ერთი ხორცი, ცილები იქნება, მოამზადეთ ეს უგემრიელესი ხორცის ბრაწულა, სხვადასხვა ბოსტნეულითა და ყველით.


ინგრედიენტები:
500 გ. საქონლის ფარში
1 ჩ.ჭ. მოხარშული ლობიო
2 ს.კ. ტომატპასტა
1/2 მწვანე ბულგარული წიწაკა
4 ც. მწვანე ხახვი
2 საშუალო ზომის პომიდორი
1  ჩ.ჭ. გახეხილი ყველი
1/4 ჩ.ჭ. დაჭრილი ზეთისხილი
1 ჩ.ჭ. დაჭრილი სალათის ფურცლები
1/2 ჩ.ჭ. ჩიფსი ზემოდან მოსაყრელად



მომზადება:
ტაფაში ჩაასხით ცოტაოდენი ზეთი,  დაამატეთ ფარში და დადგით მაღალ ცეცხლზე, 5-8 წთ. ამზადეთ,თან ურიეთ დროდადრო. გადაუწურეთ წვენი და დაამატეთ ლობიო და ტომატპასტა, ცეცლს დაუწიეთ, საშუალომდე. როცა წამოდუღდება აურიეთ კარგად.
დაჭერით ბულგარული წიწაკა, პომიდვრები და მწვანე ხახვი.
საცხობ ფორმაში გადაიტანეთ მომზადებული ფარშის მასა, დაამატეთ დაჭრილი პომიდვრების 2/3, ბულგარული წიწაკა, ხახვი, ზეთისხილი და გახეხილი ყველი. შედგით 150 გრადუსზე გახურებულ აირღუმელში 20-25 წუთით. როცა ყველი გადნება, ბრაწულა გამომცხვარია. გამოიღეთ და დაამატეთ სალათის ფურცლები, დარჩენილი პომიდორი და ჩიფსები.






No comments:

Post a Comment