Pages

2014-01-19

როგორ მოვამზადოთ მარცვლეული

ერთი შეხედვით ნამდვილად ადვილია, მაგრამ მარცვლეულისა და წყლის პროპორციას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, ამიტომ წარმოგიდგენთ ამ სტატიას.




თეთრი ბრინჯი

1 ჭიქა ბრინჯი + 1 ¾ ჭიქა წყალი, თავსახურ დაფარებული დაბალ ცეცხლზე ხარშეთ 15 წუთი. შემდეგ გადმოდგით და გააჩერეთ 5 წუთი. 


ყავისფერი ბრინჯი

1 ჭიქა ბრინჯი + 2 ჭიქა წყალი. დაბალ ცეცხლზე, თავსახურ დაფარებული ხარშეთ 30 წუთი. შემდეგ გადმოდგით და გააჩერეთ 10-15 წუთი. 


ქერი

1 ჭიქა ქერი+3 ჭიქა წყალი. დადგით მოსახარშათ, დააფარეთ თავსახური, დაუწიეთ გაზს და ხარშეთ 30-45 წუთი (მთლიანი მარცვლები) 90 წუთი დაჩურჩული ქერი.



ველური ბრინჯი

1 ჭიქა ბრინჯი + 4 ჭიქა წყალი, დაბალ ცეცხლზე, თავსახურ დაფარებული ვხარშოთ 45-60 წუთი ან იქამდე, სანამ ბრინჯი გაიხსნება, გადაუწურეთ ზედმეტი წყალი .


შვრია

1 ჭიქა შვრია + 2 ჭიქა წყალი დადგით მოსახარშათ, დააფარეთ თავსახური, დაუწიეთ ცეცხლს და 10-20 წუთი  ხშირად  ურიეთ. 


ფეტვი

1 ჭიქა ფეტვი + 2 ჭიქა წყალი. გარეცხეთ ფეტვი, გააშრეთ და მობრაწეთ ქვბში, სანამ არ გახდება სურნელოვანი და არომატული. დაასხით ადუღებული წყალი, დააფარეთ თავსახური, დაუწიეთ ცეცხლს  და ხარშეთ 20 წუთი.

No comments:

Post a Comment