Pages

2013-12-14

ყველის ბისკვიტები

ყველის ბისკვიტები–საკმაოდ მარტივი და სწრაფად მოსამზადებელი კერძი. კარგი არჩევნია მგზავრობაში თან წასაღებად, ძალიან გემრიელია როგორც თბილი, ასევე ცივიც (მგონი, რომ უკეთესიცაა ცივი).

დაგჭირდებათ:
1 ჩ.ჭ. ფქვილი + 1/2 ჩ.კ. სოდა + 1/2  ჩ.კ. მარილი
3 ს.კ. კარაქი (ცივი)
1 ჩ.ჭ. გახეხილი ყველი
1 ს.კ. წვრილად დაჭრილი ნიორი ან დაჭყლეტილი
1 1/2 ს.კ. გამდნარი კარაქი
1/2 ს.კ. დაჭრილი ოხრახუში
1/2 ჩ.ჭ. რძე

მომზადება:
ფქვილი და კარაქი მოათავსეთ დიდ ჯამში, კარგად შეურიეთ ერთმანეთს, დაამატეთ ყველი, ნივრის ნახევარი და ოხრახუში. ეს ყველაფერი კარგად შეურიეთ და ბოლოს დაამატეთ რძე.
გააკეთეთ პატარა გუნდები. საცხობ ფორმას წაუსვით ცხიმი და დაალაგეთ ცომის გუნდები. აცხვეთ 200 გრადუსზე. როცა გვერდები შეყავისფერდება გამოიღეთ და წაუსვით გამდნარი კარაქი (მასში აურიეთ დარჩენილი ნიორი). შეაბრუნეთ აირღუმელში  და აცხვეთ 5 წუთი.

No comments:

Post a Comment