ამ უგემრიელესი ნამცხვრის სამშობლო აშშ-ია, პირველად ის მე-19 საუკუნეში მოამზადეს. ბრაუნი პოპულარული გახდა, როგორც აშშ-ში , ასევე კანადაში მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში. ის ერთგვარი ხიდია ნამცხვრებსა და ორცხობილებს შორის (between a cake and a cookie) ბრაუნის მომზადების სხვადასხვა ვარიაცია არსებობს, ცომს უმატებენ თხილს, ნიგოზს, შოკოლადის წვეტებს და სხვა ინგრედიენტებს.
მასალა:
200გ. შავი შოკოლადი
85 გ. კარაქი
2/3 ჩ.ჭ. შაქარი
2 კვერცხი
ვანილი
1/3 ჩ.ჭ. ფქვილი
1 ჩ.ჭ. დაჭრილი ნიგოზი
მწიკვი მარილი
მომზადება:
შოკოლადი და კარაქი გაადნეთ ორთქლის აბაზანაზე, როცა ერთგვაროვან მასას მიიღებთ გადმოდგით და დაუმატეთ შაქარი, კარგად აურიეთ ხელის სათქვეფით, დაამატეთ 2 კვერცხი (სათითაოდ), შემდეგ ვანილი, ფქვილი, მარილი და ბოლოს დაჭრილი ნიგოზი. აირღუმელი გააცხელეთ 160 გრადუსზე, მართკუთხა ფორმაში ჩააფინეთ საცხობი ქაღალდი, წაუსვით კარაქი და ცომი გაანაწილეთ. აცხვეთ 25-35 წუთი. გამომცხვარი დაჭერით ოთხკუთხედ ნაჭრებად.
No comments:
Post a Comment