მასალა:
3 კვერცხი
2 ჩ.ჭ. შაქარი
200 მლ. მაწონი
1 1/3 ჩ.ჭ. ფქვილი
1 ჩ.კ. გამაფხვიერებელი
1 ს.კ. კაკაო
1 პაკეტი შაქრიანი ვანილი
ქოქოსის ფანტელები
მომზადება:
კვერცხის გული და ცილა გავაცალკევოთ. ცილა შევინახოთ მაცივარში, ბეზესთვის. გულებს დავამატოთ 1 ჩ.ჭ. შაქარი და ავთქვიფოთ. შემდეგ დავამატოთ მაწონი. ჩავაცრათ ფქვილი, გამაფხვიერებლთან ერთად, კაკაო და ავურიოთ ხელის სათქვეფით. ფორმაში ჩავაფინოთ პერგამენტის ქაღალდი, წავუსვათ ცხიმი და ჩავასხათ ცომი. გამოვაცხოთ 180 გრადუსზე 20 წუთი.
ცილას დავამატოთ 1 მწიკვი მარილი და ავთქვიფოთ, როცა ღრუბლისებრ მასას მიიღებთ დაამატეთ შაქარი ნელ-ნელა და თქვიფეთ შეუჩერებლად. ბოლოს დაამატეთ შაქრიანი ვანილი.
ბისკვიტს წავუსვათ ბეზე და მოვაყაროთ ქოქოსის ფანტელები. შედგით მაცივარში რამდენიმე საათი.
No comments:
Post a Comment