დღეს ჩემი ძმის დაბადების დღეა და გადავწყვიტე მისთვის ტორტი გამეკეთებინა. მოვიმარაგე ყველაფერი რაც მჭირდებოდა და საქმეს შევუდექი. მშვენიერი ბისკვიტი გამომივიდა და ძალიან გამეხარდა. მალე facebook-ზე შევიტყვე რომ ჩემმა ბლოგმა გაიმარჯვა კონკურსში და პირველი ადგილი დაიკავა, ამან კიდევ უფრო გამახარა. ტორტს რაც შეეხება მე არ გამისინჯავს, ვინც მიირთვა მათ მოეწონათ :)
მასალა ბისკვიტისთვის:
10 კვერცხი
10 ს.კ. შაქარი (სავსე კოვზი)
10 ს.კ. ფქვილი
4 ს.კ. კაკაო
2 ს.კ. ლიმონის წვენი
6 ს.კ. ზეთი
მასალა კრემისთვის:
750 მლ. რძე
1 ჩ.ჭ. შაქარი
1 ჩ.ჭ. ფქვილი
300 გ. შავი შოკოლადი
375 გ. მარგარინი
დასანამად:
250 მლ. მალინის წვენი ან თქვენი სურვილის მიხედვით სხვა რამ.
მოსართავად: პატარა, ფერადი კანფეტები, როგორიც ფოტოზეა.
ფორმა: 10 კვერცხიანი ბისკვიტის. შეგიძლიათ ინგრედიენტები გაანახევროთ და 24 სმ. დიამეტრის ფორმა გამოიყენოთ.
დამატებით:100 გ. დაჭრილი ნიგოზი
მომზადება:
მასალა ბისკვიტისთვის:
10 კვერცხი
10 ს.კ. შაქარი (სავსე კოვზი)
10 ს.კ. ფქვილი
4 ს.კ. კაკაო
2 ს.კ. ლიმონის წვენი
6 ს.კ. ზეთი
მასალა კრემისთვის:
750 მლ. რძე
1 ჩ.ჭ. შაქარი
1 ჩ.ჭ. ფქვილი
300 გ. შავი შოკოლადი
375 გ. მარგარინი
დასანამად:
250 მლ. მალინის წვენი ან თქვენი სურვილის მიხედვით სხვა რამ.
მოსართავად: პატარა, ფერადი კანფეტები, როგორიც ფოტოზეა.
ფორმა: 10 კვერცხიანი ბისკვიტის. შეგიძლიათ ინგრედიენტები გაანახევროთ და 24 სმ. დიამეტრის ფორმა გამოიყენოთ.
დამატებით:100 გ. დაჭრილი ნიგოზი
მომზადება:
- კვერცხის გული და ცილა გავაცალკევოთ. გულს დავასხათ ზეთი და ლიმონის წვენი და ჩანგლით მსუბუქად ავთქვიფოთ. ცილა მწიკვ მარილთან ერთად ავთქვიფოთ ღრუბლისებრი მასის მიღებამდე, ჯამს რომ ამოვაბრუნებთ არ უნდა ვარდებოდეს. შევათქვიფოთ შაქარი 3-4 ეტაპად. როცა კარგად გაიხსნება ხელის სათქვეფით შევურიოთ კვერცხის გული, შემდეგ კი დავაცრათ კაკაო, ფქვილი და გამაფხვიერებელი. ფორმაში შავაფინოთ პერგამენტის ქაღალდი და გადავიტანოთ ცომი. ვაცხოთ დაბალ ცეცხლზე გამანაწილებლით. დაახლოებით საათნახევარი. როცა გამოცხვება ამოვიღოთ ფორმიდან და გავაგრილოთ.
- ქვაბში ჩავყაროთ ფქვილი და ნელ-ნელა ვამატოთ რძე, ვურიოთ ხელის სათქვეფით, რომ ფქვილი კარგად გაიხსნას, შემდეგ დავამატოთ შაქარი და დავდგათ დაბალ ცეცხლზე, ხის კოვზით გამუდმებით ვურიოთ. როცა შაქარი გადნება ჩავყაროთ შოკოლადი და გავაგრძელოთ მორევა. როცა წამოდუღდება და შესქელდება გადმოვდგათ გაზიდან. მარგარინი გავთქვიფოთ და ნელ-ნელა შევათქვიფოთ გაგრილებული მოხარშული კრემი.
- ბისკვიტი გავჭრათ შუაზე, დავნამოთ ორივე ნაწილი და წავუსვათ კრემი სქლად, მოვაყაროთ დაჭრილი ნიგოზი. დავადოთ ზედა მხარე და წავუსვათ დარჩენილი კრემი ზედ და გვერდებზე წავუსვათ, მოვრთოთ კანფეტებით. შუაში რამდენიმე მალინა დავალაგოთ.
No comments:
Post a Comment