Pages

2013-07-29

მარტივი სალათა

ეს სალათა ნაუცბათევად მოვამზადე. მეგობრები ვფიქრობდით რა გვეჭამა და მკითხეს რამე სალათს ვერ გააკეთებო.. მოვნახე სახლში რაც იყო და რისი გემოებიც მოუხდებოდა და მშვენიერი სალათა გამოვიდა. რა რამდენი იყო ნამდვილად არ მახსოვს და ინგრედიენტების ჩამონათვალს რაოდენობის გარეშე დავწერ, თქვენ გადაწვიტეთ რა რამდენ უყოთ :)



მასალა:
ძეხვი
ყველი
პომიდორი
კიტრი
ბულგარული წიწაკა
მაიონეზი

მომზადება:
ძეხვი, ყველი და პომიდორი კუბიკებად დავჭრათ, პომიდვრის მხოლოდ რბილობი გამოვიყენოთ, შევეცადოთ წვენი არ შეგვიყვეს. ბულგარული წიწაკა წვრილად დავჭრათ, კიტრი თხლად დავჭრათ ბოსტნეული სათლელით. ეს ყველა ინგრედიენტი ერთმანეთში ავურიოთ მოვასხათ მაიონეზი. თუ ყველი ნაკლებად მარილიანია დავამატოთ მარილი გემოვნებით.

No comments:

Post a Comment