"ოლივიე" ქართული სადღესასწაულო სუფრის ერთ-ერთი შემადგენელი კერძია. არ მეგულება ოჯახი, სადაც ამ უგემრიელეს სალათს არ ამზადებდნენ. მაგრამ მაინც გადავწყვიტე დამედო რეცეპტი, რადგან ვიცი ბევრი დამწყები დიასახლისი და ახალგაზრდა ადევნებს თვალს ჩემს ბლოგს, რაც ძალიან მახარებს.
მასალა:
800გ. დაკონსერვებული ბარდა
6-7 ცალი. სტაფილო
800გ. კარტოფილი
3-4 კიტრის მწნილი (პიკული)
1 კონა მწვანე ხახვი, კამა და ოხრახუში
მარილი, პილპილი გემოვნებით
300 მლ. სამარხვო მაიონეზი
მომზადება:
სტაფილო და კარტოფილი მოხარშეთ. ბარდას ადუღებული წყალი გაავლეთ და გადაიტანეთ ჯამში. კარტოფილი მსხვილად, კიტრის მწნილი და სტაფილო შედარებით წვრილად დაჭერით. დაამატეთ ბარდას, მწვანილიც წვრილად დაჭერით და ბოსტნეულს დაამატეთ, მოასხით მაიონეზი, მოაყარეთ მარილი და პილპილი გემოვნებით და კარგად აურიეთ.

No comments:
Post a Comment