Pages

2013-06-29

ქათმის წვნიანი

ბლოგზე არცერთი წვნიანის რეცეპტი არ დამიდია, ამიერიდან ამას გამოვასწორებ :) ქათმის წვნიანი უგემრიელესია და რაც მთავარია სასარგებლო.


მასალა:
1 საშუალო ზომის ქათამი
2 სტაფილო
2/3 ჩ.ჭ. ბრინჯი
2 საშუალო ზომის ხახვი
1 პატარა კონა ოხრახუში
მარილი გემოვნებით

მომზადება:
ქათამი მოვხარშოთ ჩვეულებრივ. როდესაც მოიხარშება ამოვიღოთ. ქათმის ნახარშში ჩავუმატოთ ბრინჯი და შუაზე გაჭრილი ხახვი, როცა წამოდუღდება დავუმატოთ მრგვალად დაჭრილი სტაფილო. ბოლოს დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში და მარილი გემოვნებით. მომზადებულ წვნიანში მოვათავსოთ ქათმის ხორცი (ძვალგამოცლილი და დაჭრილი).

No comments:

Post a Comment