Pages

2013-06-19

სალათა ლორით

რამდენიმე კვირის წინ, "რედისონ ბლუ ივერიაში" ვიყავი ვიქტორინა "ეთნოსები და რელიგიები საქართველოში". რედისონის რესტორანში შვედურ სუფრაზე ეს უგემრიელესი სალათა გავსინჯე, რადგან რეცეპტს ვერავის ვკითხავდი, დაკვირვება დავიწყე, თუ რა ინგრედიენტები ჰქონდა :D მოვინიშნე (გონებაში) და დღეს მოვამზადე. ყველაფერი ძალიან მარტივია შედეგი მშვენიერი. 

მაშ ასე, მოიმარაგეთ:
1 ჩ.ჭ. ბრინჯი
300 გ. ლორი
400 გ. ბარდა
2 ცალი წითელი ბულგარული წიწაკა
1/2 პატარა კონა კამა
2 ს.კ. მაიონეზი
მარილი
პილპილი


მომზადება:
ბრინჯი მოხარშეთ, გადაუწურეთ წყალი და ჯამში გააგრილეთ. ლორი და ბულგარული წიწაკა კუბიკებად დაჭერით. დაამატეთ გაგრილებულ ბრინჯს. ბარდას წყალი გადაუწურეთ, გაავლეთ ერთხელ ცივი წყალი და დაამატეთ სალათს, კამა წვრილად დაჭერით, დაამატეთ სალათს. მარილი და პილპილი გემოვნებით მოაყარეთ, მაიონეზი დაასხით და ამოურიეთ.


No comments:

Post a Comment