Pages

2013-06-12

ნამცხვარი ცხობის გარეშე

ამ ნამცხვრის გაკეთებას დიდი ხანი ვაპირებდი და სულ გადადება მიწევდა, როგორც იქნა თავი მოვაბი და ძალიან მიხარია. საკმაოდ მარტივად მზადდება, თან არ გაქვთ სანერვიულო იმაზე როგორი ბისკვიტი გამოგივათ. დილით რომ მაცივრიდან გამოვიღე ბანანის სურნელი ვიგრძენი. ძალიან გემრიელია, ნოყიერი და ამავდროულად ძალიან კალორიული.


მასალა:
250 გ. ქარხნული ფქვიერი ნამცხვარი (მაგ. "იუბილენოე")
120 გ. მარგარინი
1 მოხარშული შესქელებული რძე
2 ბანანი
200 მლ. მაღალპროცენტინი ნაღები ან 1 ჭ. ნაღების ფხვნილი
100 გ. შოკოლადი
ნიზოგი

მომზადება:
ნამცხვარი გავფხვნათ, ისე რომ ფხივილივით გახდეს. მარგარინი გავადნოთ და შევურიოთ. კარგად ავურიოთ. ეს მასა გავანაწილოთ 28 სმ. დიამეტრის გვერდემოსახსნელიან ფორმაში, გვერდებზეც ამოვიყვანოთ. შევდგათ საყინულეში 30 წთ. გასაცივებლად. გამოვიღოთ, წავუსვათ მოხარშული შესქელებული რძე, გავანაწილოთ მრგვალად დაჭრილი ბანანი. ნაღები ავთვიფოთ, თუ ფხვნილს იყენებთ 1 ჭიქაზე 1 ჭიქა ცივი წყალი დაუმატეთ. წავუსვათ ნამცხვარს და შევდოთ მაცივარში გასაცივებლად რამდენიმე საათით, უკეთესია თუ მთელი ღამით დატოვთ, მე ასე გავაკეთე. დროის გასვლის შემდეგ გამოვიღოთ, შოკოლადი გავადნოთ და მოვასხათ, ზემოდან წვრილად დაჭრილი ნიგოზი მოვაყაროთ.


No comments:

Post a Comment