Pages

2013-05-12

ფარშირებული კვერცხი

დღე აუცილებლად დაიწყეთ საუზმით, რადგან აუცილებელია თქვენი ჯანმრთელობისთვის. დაიმახსოვრეთ, რომ დილით ჭამა არ ასუქებს!
დღეს მარტივი და გემრიელი საუზმის რეცეპტს გთავაზობთ. ფარშირებული კვერცხი-საკმაოდ ნოყიერია.


მასალა:
5 კვერცხი
4 ღერი მწვანე ხახვი
1 ს.კ. მაიონეზი
მარილი, ქონდარი, პილპილი გემოვნებით

მომზადება:
კვერცხი მოვხარშოთ, გავფრცქვნათ და შუაზე გავჭრათ. ამოვაცალოთ გული და ჯამში ჩანგლით ჩავსრისოთ. მოვაყაროთ მარილი, პილპილი და ქონდარი გემოვნებით. მწვანე ხახვი წვრილად დავჭრათ და შევურიოთ. დავამატოთ მაიონეზიც და კარგად ავურიოთ. კვერცხის ცილებში ჩავდოტ მომზადებული ფარში.

გემრიელად მიირთვით!




No comments:

Post a Comment