Pages

2013-04-08

სახლში დამზადებული ლიმონათი

რამდენიმე დღეა უკვე სასიამოვნოდ დათბა, უკვე დროა გადავიდეთ გამაგრილებელ სასმელებზე. მარკეტებში გაზიანი სასმელების ფართო არჩევანია, მაგრამ სახლში დამზადებულ ლიმონათს ვერ შეედრება :) და აი, როგორც დაგპირდით ბლოგზე ვამატებ ახალ კატეგორიას "სასმელები" იმედია მოგეწონებათ, ახლა კი გადავალ რეცეპტზე :)



მასალა:
1 ჭიქა  წყალი

1 ჭიქა  შაქარი
1 ჭიქა  ლიმონის წვენი (გამოწურული)
3 ჭიქა გაზიანი სასმელი (მინერალური წყლებიდან ნებისმიერი)

მომზადება:
ქვაბში ვასხამთ წყალს, ვყრით შაქარს და ვდგამთ დაბალ ცეცხლზე, თან გამუდმებით ვურევთ სანამ შაქარი არ გაიხსნება. შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან და დაუმატეთ ლიმონის წვენი და გაზიანი წყალი, კარგად აურიეთ და გააგრილეთ. გადაიტანეთ ჭიქებში და ჩამოაცვით ლიმონის ნაჭერი.


No comments:

Post a Comment