სოკოს ჩაქაფული რამდენიმე დღის წინ ბებიამ მოამზადა და ძალიან მომეწონა, ამიტომ გადავწყვიტე თქვენც გაგიზიაროთ რეცეპტი. იგივენაირად მზადდება, როგორც ხორცის. ძალიან გემრიელია და ვინც მარხვაზე ხართ გირჩევთ მოამზადოთ. რეცეპტში კონკრეტულ სოკოს სახეობას არ მივუთითებ, თქვენი გემოვნების მიხედვით აარჩიეთ :)
მასალა:
1 კგ სოკო
5 კონა ტარხუნა
6 საშუალო ზომის ხახვი
1 კონა ახალი ხახვი
2 კონა ქინძი
1 კონა ოხრახუში
5 ღერი ნიახური
წიწაკა, ტყემალი
მომზადება:
სოკო გარეცხეთ და დაჭერით საშუალო ზომებად, დაბალ ცეცხლზე დადგით ქვაბი და ჩაასხით ცოტაოდენი ზეთი, სოკო ჩაყარეთ ქვაბში და საკუთარ წვენში ადუღეთ. წყალს ნუ დაასხამთ, თუ წვენს დაიშრობს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაამატეთ ცოტაოდენი თეთრი ღვინო. მომზადების პროცესში დააყარეთ ალყა-ალყად დაჭრილი ხახვი და მარილი.
დაჭრილი მწვანილები ერთმანეთში აურიეთ და ისე მოაყარეთ სოკოს. შემდეგ მოაყარეთ ტყემალი (შეიძლება დაკონსერვეულიც) ზედმეტი არ მოგივიდეთ, თორემ კერძი დამჟავდება. ბოლოს მოაყარეთ მსხვილად დაჭრილი ტარხუნა. მწვანილი ისე უნდა იყოს მოყრილი რომ სოკოს ფენა ზემოდან არ ჩანდეს. დააფარეთ დავსახური, ცეცხლი დაბალზე დააყენეთ და დაიცადეთ 20-25 წუთი. კერძი მზადაა :)
No comments:
Post a Comment