Pages

2013-04-22

სამარხვო ბლინები

საუზმე აუცილებელია ორგანიზმისთვის. და კარგია თუ დილით ნახშირწყნებით მდიდარ საკვებს მიიღებთ. მოამზადეთ ბლინები და მიირთვით ჯემთან ან მურაბასთან ერთად, თან ყავა ან ჩაი მიაყოლეთ :)


მასალა:
1 1/2 ჭ. ფქვილი

1 ს.კ. ზეთი
2 ჩ.კ. შაქარი
1/2 ლ. წყალი
სოდა და მარილი დანის წვერით
ზეთი შესაწვავად

მომზადება:
ფქვილი, სოდა, მარილი, შაქარი კარგად აურიეთ ერთმანეთში. დაამატეთ ზეთი და წყალი და ხელის სათქვეფით აქციეთ ერთიან მასად. კარგად გააცხელეთ ტაფა და მოუსვით ზეთი. დაასხით ცომი და სწრაფად გადაანაწილეთ, თუ ზედმეტი მოგივიდათ ნაწილი ჩააბრუნეთ ცომში. გამოაცხეთ ორივე მხარეს.

No comments:

Post a Comment