Pages

2013-03-16

კარტოფილისა და მაკარონის ბრაწულა

2 დღეში მარხვა იწყება და როგორც დაგპიერდით ხშირად დავდებ სამარხვო კერძებს, კარტოფილისა და მაკარონის ბრაწულაც ერთ-ერთი მათგანია. მოსამზადებლად მარტივია, ვიზუალურად ლამაზი, გემო კი ძალიან გემრიელი აქვს. მისი მომზადება შეგიძლიათ როგორც აირღუმელში ცეცხლგამძლე ფორმით, ასევე გაზქურაზე ტაფით :)


მასალა:
8 ცალი კარტოფილი

200 გ მაკარონი (სამარხვო)
მაიონეზი (სამარხვო)
კეტჩუპი
მარილი, წითელი დაფქული წიწაკა გემოვნებით
ზეთი ფორმისათვის

მომზადება:
კარტოფილი და მაკარონი მოხარშეთ. კარტოფილი გაფრცქვენით და თხელ მრგვალ ნაჭრებად დაჭერით. ფორმას მოასხით ზეთი და კარტოფილის ნახევარი 2 ფენად გაანაწილეთ, თითოეულს მოაყარეთ მარილი და წითელი წიწაკა. შემდეგ მაკარონის ნახევარი გაანაწილეთ და მარილი მოაყარეთ, შემდეგ დარჩენილი კარტოფილი და მაკარონიც ისევე დაამატეთ. მოასხით კეტჩუპი და მაიონეზი.




თუ მარხვაზე არ ხართ, მოახეხეთ ყველიც.
ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუსზე და კერძი შედგით 15 წუთით.

No comments:

Post a Comment