ეს არის ძალიან სწრაფად და მარტივად მოსამზადებელი ნამცხვარი, ამავდროულად უგემრიელესი. ძალიან უხდება ნაყინი.
მასალა:
160 გ შოკოლადი
100 გ კარაქი
60 გ ფქვილი
4 კვერცხი
80 გ შაქარი
მომზადება:
კვერცხი და შაქარი ერთად ავთქვიფოთ. შოკოლადი და კარაქი გავადნოთ და როდესაც ერთგვაროვან მასას მივიღებთ ჩავასხათ კვერცხისა და შაქრის მასაში, ავთქვიფოთ. შემდეგ ჩავაცრათ ფქვილი და ავურიოთ. ცომი არ უნდა იყოს სქელი. თუ ლითონის ფორმაში გამოაცხობთ, ცხიმი წაუსვით ცომის ჩასხმამდე, სილიკონის ფორმებში კი პირდაპირ ჩაასხით. იმის გამო რომ ყველა საცხობი ინდივიდუალურია და სხვადასხვა დრო სჭირდება გამოსაცხობად ჯერ ერთი გამოაცხეთ 210 გრადუსზე, ნამცხვრის გული არ უნდა გამოცხვეს, პირველი შედეგის მიხედვით დაარეგულირეთ დრო.
ნამცხვარი მალევე მიირთვით, რომ გული არ შესქელდეს :)
No comments:
Post a Comment