მასალა:
5 კვერცხი
250 გ შაქარი
1/2 ლ მაწონი
100 მლ ზეთი
1 ჩ.კ. სოდა; 1/2 ჩ.კ. ცომის საფხვიერებელი
4 ჩ.კ. (თავმობმული) ფორთოხლის ცედრა
1 პაკეტი შაქრიანი ვანილი
3 ჭიქა ფქვილი (250 მლ-იანი)
მომზადება:
კვერცხი და შაქარი ათქვიფეთ, სანამ მასა ორმაგი არ გახდება. სოდა გახსენით მაწონში და დაუმატეთ, ათქვიფეთ, შემდეგ დაამატეთ ვანილი, ზეთი და ფორთოხლის ცედრა. კარგად ათქვიფეთ. ცომის საფხვიერებელი აურიეთ ფქვილში და ჩააცერით. მიიღებთ დასასხმელ ცომს. საცხობ ფორმას წაუსვით ცხიმი და ჩაასხით ცომი, ღუმელი გააცხელეთ და გამოაცხეთ.
No comments:
Post a Comment