Showing posts with label ბლოგის მუშაობის შედეგები წარმატებები და ა.შ.. Show all posts
Showing posts with label ბლოგის მუშაობის შედეგები წარმატებები და ა.შ.. Show all posts

2013-05-08

საქველმოქმედო აქცია

მანამ აქციის შესახებ მოგიყვებით, მანამდე მინდა ორი სიტყვა გითხრათ ამ ახალ კატეგორიაზე. ე.ი. აქ წარმოგიდგენთ ხოლმე პოსტებს, სადაც მოგიყვებით ბლოგის საქმიანობის, წარმატებების და ა.შ. შესახებ.
ახლა კი აქციაზე მოგიყვებით. ალბათ გახსოვთ, 1 თვის წინ რამდენი საქველმოქმედო აქცია ტარდებოდა მარჯანიშვილის თეატრის მსახიობის, გიორგი ყორღანაშვილის დასახმარებლად. 26 მარტს, ქ. გორის #3 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბმა, ჩაატარა მსგავსი აქცია. ახალგაზრდებმა თავად მოამზადეს ტკბილეული და გაყიდვა მოაწყეს. გემრიელი რეცეპტებით კი, ჩემი ბლოგი დაეხმარათ. ყველაფერმა ძალინ კარგად ჩაიარა, ყველაფერი ძალიან მალე გაიყიდა და რეცეოტებსაც კი ითხოვდნენ :)
რამაც ყველაზე დიდი მოწონება გამოიწვია იყო ტრიუფელები. ასევე სომხური ქადა.
ახლა კი რამდენიმე სურათს წარმოგიდგენთ აქციიდან.