2015-06-28

ჟოლოსა და მაწვნის ნაყინი

ყველაზე ცხელი სეზონია და, შესაბამისად, ცივი დესერები ძალიან აქტუალურია, მათ შორის კი-ნაყინი. სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მისი მარტივად მომზადება, რამდენიმე ინგრედიენტით, ჩვენს შემთხვევაში მხოლოდ ხილი, მაწონი, ცოტა შაქარი და ვანილია საჭირო. მომზადების დრო (გაყინვის გარეშე) მაქსიმუმ 10 წუთია. ნაყიდი ნაყინისგან განსხვავებით უფრო დაბალკალორიული და ჯანსაღია.  იდეა გადაცემიდან "სხვა შუა დღე." მათ ამ რეცეპტის დაანონსებისას ჩემი ბლოგიდან აღებული ფოტო გამოიყენეს, თუმცა ის სულ სხვა რეცეპტია. იხილეთ აქ. ახალი კატეგორია დავამატე "საზაფხულო" და ვეცდები ამ სეზონზე ბევრი კარგი რეცეპტი შევმატო <3




დაგჭირდებათ:

  • 1/2 ჩ.ჭ. ჟოლო
  • 5 ს.კ. გაწურული მაწონი
  • 3 ს.კ. შაქარი (რაოდენობა თქვენი გემოვნებით შეგიძლიათ შეცვალოთ)
  • ვანილი
მომზადება:
  • ჟოლო დააბლენდერეთ, შემდეგ დაუმატეთ შაქარი, ვანილი და მაწონი. აურიეთ.
  • გადაიტანეთ კონტეინერში და შედგით საყინულეში. 2 საათში ერთხელ ამოურიეთ, რომ არ ჩაკრისტალდეს და თანაბრად გაიყინოს.

No comments:

Post a Comment