2015-02-25

მარტივი სალათა

ბოლო პერიოდში სულ დესერტების რეცეპტებს გთავაზობდით. დღეს კი უგემრიელესი სალათის მომზადებას გასწავლით. 15 წუთში, ძალიან მარტივად კეთდება. რაც მთავრია, ჯანსაღია და სასარგებლო, ვიტამინებით მდიდარი. მარხვის დღეებში განსაკუთრებით კარგი არჩევანია. თუ ერთხელ მოამზადებთ, დარწმუნებული ვარ თქვენთვის ერთ-ერთი საყვარელი სალათი გახდება.

დაგჭირდებათ:
  • 2 შეკვრა სალათის ფურცლები/ფოთლები
  • 3 ცალი სტაფილო
  • 1 დიდი წითელი ბულგარული წიწაკა
  • 1 პატარა ხახვი
  • მარილი გემოვნებით
  • 4-5 ს.კ. ზეთი
მომზადება:
  • გარეცხეთ სალათის ფურცლები, შეამშრალეთ და ხელით დაანაწევრეთ სასურველ ზომებად.
  • სტაფილო გარეცხეთ, გაფხიკეთ და გახეხეთ. დაამატეთ სალათის ფურცლებს.
  • ბულგარული წიწაკა გრძლად დაჭერით. ხახვი ალყაალყა.დაამატეთ სალათს, მოაყარეთ მარილი, მოასხით ზეთი და აურიეთ.







No comments:

Post a Comment