2015-01-05

ნამცხვარი "რაფაელო"

ახალ წელს გილოცავთ! ბედნიერების და წარმატების მომტანი ყოფილიყოს 2015 წელი თქვენთვის. პირველი რეცეპტი გადავწყვიტე დესერტის დამედო. ეს ნამცხვარი მე არ გამისინჯავს, მაგრამ როგორც მითხრეს ძალიან გემრიელი გამოვიდა ჰაეროვანი კრემით. ქოქოსის მშვენიერ სურნელი აქვს. ვფიქრობ მოგეწონებათ.


ინგრედიენტები:
8 კვერცხი
3 ჭიქა შაქარი + 1 ჭიქა
250 გრამი მარგარინი
2 ჩ.კ. სოდა + ძმარი
500 მლ. მაწონი
2 ვანილი
5 ჩ.ჭ. ფქვილი ( შეიძლება დამატება დაგჭირდეთ)
1 ც. ჟელატინი
1 შესქელებული რძე
300 გ. კარაქი
ქოქოსის ფანტელები

მომზადება:

  • 6 კვერცხის გული + 2 მთლიანი კვერცხი ავთქვიფოთ 3 ჩ.ჭ. შაქართან ერთად. მასა რომ გათეთრდება დავამატოთ მარგარინი და კარგად ავთქვიფოთ. შემდეგ, სოდა ძმრით, მაწონი და 1 ვანილი. კვლავ ავთქვიფოთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
  • ჩავაცრათ ფქვილი და ხელის სათქვეფით ნელ-ნელა შევურიოთ. უნდა მივიღოთ საშუალო სისქის დასასხმელი ცომი.
  • აირღუმელ გააცხელეთ 190 გრადუსზე. ფორმას დაუფინეთ საცხობი ქაღალდი, წაუსცით ცხიმი და ცომის ნახევარი გაანაწილეთ. ცხვება 20-25 წუთში. მეორე ნაწილსაც ასე გამოაცხობთ. ცოტა რომ შეგრილდება მოაცალეთ ქაღალდი.
  • 1/3 ჩ.ჭ. თბილ წყალში დაალბეთ ჟელატინი 40 წუთით. შემდეგ შეათბეთ და დაამატეთ 1 ჩ.ჭ. შაქარი, დატოეთ ცეცხლზე სანამ არ გადნება შაქარი.
  • 6 კვერცხის ცილა ათქვიფეთ მაღალი სიჩქარით, ღრუბლისებურ მასას რომ მიიღებთ დაამატეთ შაქარი და დაბალი სიჩქარით შეათქვიფეთ, დაამატეთ ვანილი და თბილი ჟელატინი. კარგად ათქიფეთ.
  • ცალკე ათქვიფეთ დარბილებული კარაქი. სანამ არ გათეთრდება შესქელებული რძე არ დაამატოთ, კარგად ათქვეფილ კარაქს კი ნელ-ნელა დაამატეთ შესქელებული რძე და თან თქვიფეთ. ეს კრემი წაუსვთ პირველ ბისკვიტს და დაადეთ მეორე ბისკვიტი. ზემოდან წაუსვით ბეზე და მოაყარეთ ქოქოსის ფანტელები.





No comments:

Post a Comment