2015-01-16

სოკოს სამარხვო ბლინჩიკები

დღეს ძალიან გემრიელი ბლინჩიკების რეცეპტს გთავაზობთ. შარშანაც მოვამზადე, თუმცა ფოტოს გადაღება ვერ მოვახერხე. თუ სოკო გიყვართ ეს რეცეპტი მოგეწონებათ. მარხვის დღეებში განსაკუთრებით გამოგადგებათ შეგიძლიათ მოამზადოთ და გაყინოთ, სასურველ დროს კი გამოიღოთ და შეწვათ. 

დაგჭირდებათ:
ცომისთვის:
  • 3 ჩ.ჭ. ფქვილი
  • 2 ს.კ. ზეთი
  • 1 ლ. წყალი
  • სოდა 1/4 ჩ.კ.
  • მარილი 1/4 ჩ.კ.
  • ზეთი შესაწვავად
შიგთავსისთვის:

  • 200 გ. ქამა სოკო (დაკონსერვებული)
  • 2 თავი ხახვი
  • 1 ჩ.ჭ. ბრინჯი
  • 4-5 ღერი კამა 
  • 4-5 ღერი ოხრახუში
  • მარილი, პილპილი გემოვნებით 
  • ზეთი
მომზადება:
  • ბლინჩიკის ფირფიტები-ფქვილი ჩაცერით საშუალო ზომის ჯამში, დაამატეთ სოდა და მარილი, აურიეთ. ნელ-ნელა ამატეთ წყალი და თან ხელის სათქვეფით ურიეთ, რომ ფქვილი კარგად გაიხსნას. დაამატეთ ზეთი. ცხელ ტაფას წაუსვით ზეთი. ცომი დაასხით, სწრაფად გადაანაწილეთ მთლიან ტაფაზე და ზედმეტი ცომი ჯამში ჩააბრუნეთ. გვერდები რომ ტაფიდან აიწევს, გადმოიღეთ თეფშზე. სე გამოაცხეთ სხვა ფირფიტებიც.
  • ბრინჯი 2 ჭიქა მარილიან წყალში მოხარშეთ. ხახვი წვრილად დაჭერით, ტაფაზე დაასხით ზეთი და დააყარეთ ხახვი, მოშუშეთ, როცა ფერს შეიცვლის დაამატეთ სოკო და ერთად განაგრძეთ შუშვა. სოკოს მასა რომ შეგრილდება დაამატეთ ბრინჯს, მწვანილი წვრილად დაჭერით და ისიც დაამატეთ. ბოლოს პილპილი და მარილი მოაყარეთ და კარგად აურიეთ. 
  • გამომცხვარ ფირფიტებში ჩადეთ შიგთავსი, გადაახვიეთ და ზეთმოსხმულ ტაფაზე შეწვით ორივე მხრიდან.







 

No comments:

Post a Comment