2013-08-20

ყავის სამარხვო ნამცხვარი

ამ ბოლო დროს სულ მინდა რო რაღაც "ექსპერიმენტები" ვატარო სამზარეულოში :) ვფიქრობდი რამე სამარხვო ნამცხვარზე და ასეთი რაღაც მოვიფიქრე, ყავით და სანელებლებით. თან ახალი ფორმა მქონდა და მისი გამოყენება მინდოდა :D მოკლედ მოვიმარაგე ინგრედიენტები და რაც გამოვიდა იხილეთ:) ბოლოს იმას გეტყვით რომ საკმაოდ არომატული და სურნელოვანი გამოვიდა.


მასალა:
2 ჩ.ჭ. ფქვილი
1.5 ჩ.ჭ. შაქარი
250 მლ. ყავა (2 ჩ.კ. ყავა)
200 მლ. ზეთი
1 პაკეტი შაქრიანი ვანილი
1 ჩ.კ. გამაფხვიერებელი
1 ჩ.კ.სოდა
1/2 ჩ.კ. მიხაკი და დარიჩინი
შაქრის პუდრა ზემოდან მოსაყრელად

მომზადება:
ფქვილი გაცერით და შეურიეთ ყველა მშრალი ინგრედიენტი, შემდეგ ნელ-ნელა დაამატეთ ყავა და ხელის სათქვეფით ურიეთ, როცა ერთგვაროვან მასას მიიღებთ დაამატეთ ზეთი. კარგად აურიეთ. 30 სმ. დიამეტრის მართკუთხა ფორმაში ჩააფინეთ საცხობი ქაღალდი და წაუვით ცხიმი. გადაიტანეთ ცომი. აცხვეთ 170 გრადუსზე დაახლოებით 1 საათი. ნამცხვარი შეამოწმეთ ხის ჩხირით გამომშრალია თუ არა. გააციეთ ფორმაში და მოაცალეთ ქაღალდი, ბოლოს მოაყარეთ შაქრის პუდრა.

No comments:

Post a Comment